ვაშინგტონში დააკავეს ქალი, რომელსაც ბრალად ედება აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის მიმართ მუქარა და ცეცხლსასროლი იარაღის უნებართვოდ ტარება. იუწყება CNN
„დედაქალაქის პოლიციის სამმართველომ განაცხადა, რომ ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში ტეხასის მცხოვრები ტრამპის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ლიცენზიის გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ბრალდებით დააკავა“, - ციტირებს ტელეარხი ადგილობრივი პოლიციის ანგარიშს.
პოლიციაში არ აკონკრეტებენ, თუ რა შინაარსის მუქარებზეა საუბარი.
ბრალდებული კრისტინა მონტოიაა. ის ტრამპს 20 ივლისიდან ემუქრებოდა.