გასულ ღამეს დრონებით თავდასხმა მოხდა რუსეთში, ბელგოროდის ოლქში გუბკინსკის რაიონში მდებარე ნავთობბაზაზე.
ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი იუწყება.
ნავთობისსაცავში აფეთქება მოხდა და ერთ-ერთ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მეხანძრეებმა ხანძარი მალევე ჩააქრეს. დაშავებულები არ არიან.