ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი დაიბარეს. აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც თურქეთის საელჩომ „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს დაღუპვის გამო, გლოვის ნიშნად, დიპლომატიური მისიის შენობაზე დროშა დაუშვა.
„ისრაელის სახელმწიფო არ იქნება შემწყნარებელი, როდესაც გლოვა ცხადდება ისეთი მკვლელის გამო, როგორიც ისმაილ ჰანიე იყო“, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთამინისტრმა ისრაელ კაცმა.
„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში 31 ივლისის ღამეს, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ მოკლეს. ირანის სულიერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ირანი თავის მოვალეობად მიიჩნევს, შური იძიოს ისმაილ ჰანიეს მკვლელობისთვის.