სლოვენიამ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-სგან გაზის შესყიდვა დაიწყო.
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გაზის მიწოდება 17 ივლისს SOCAR-სა Geoplin-ს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ დაიწყო.
თურქეთის, საქართველოს, იტალიის, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთისა და სერბეთის შემდეგ სლოვენია მეცხრე ქვეყანა გახდა, რომელსაც აზერბაიჯანი ბუნებრივ აირს მიაწვდის.
გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წელს აზერბაიჯანმა 23,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა.
მოსალოდნელია, რომ 2024 წელს აზერბაიჯანი დაახლოებით 25 მილიარდ კუბური მეტრი გაზის ექსპორტს მოახდენს, გაიტანს, მათ შორის 13 მილიარდ კუბურ მეტრს ევროპას მიაწვდის.
მანამდე Geoplin-ს კონტრაქტები გაფორმებული ჰქონდა რუსულ კომპანია „გაზპრომთან“.