ჩრდილოეთ მალის მეამბოხეები აცხადებენ, რომ 25 ივლისიდან 27 ივლისამდე მოკლეს რუსული კერძო სამხედრო კომპანიის "ვაგნერის" 84 დაქირავებული და ასევე მალის სამთავრობო არმიის 47 ჯარისკაცი. იტყობინება სააგენტო AFP.
გავრცელებული ცნობით, დაჭრილია ან დაღუპულია კიდევ დაახლოებით 30 ადამიანი. გარდა ამისა, იუწყებიან, რომ აჯანყებულებმა მოახერხეს ხუთი ჯავშანმანქანის, ხუთი სატვირთო მანქანის და იარაღის ხელში ჩაგდება. ამავდროულად, სააგენტო AFP აცხადებს, რომ მის თანამშრომლებს არ ჰქონდათ ამ ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმების შესაძლებლობა.
28 ივლისს, სააგენტოები Reuters, AFP და AP იუწყებოდნენ, რომ ჩრდილოეთ მალიში, ალჟირის საზღვრის სიახლოვეს, „ვაგნერელები“ სასტიკად დამარცხდნენ აჯანყებული ტუარეგების შეიერაღებულ ჯგუფებთან ბრძოლაში.
"ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები მალიში 2021 წლიდან იმყოფებიან. 2020 წელს მალიში ძალაუფლება სამხედრო ხუნტამ ჩაიგდო, პოლკოვნიკ ასიმ გოიტას ხელმძღვანელობით. ხუნტამ გაწყვიტა ტრადიციული კავშირები საფრანგეთთან და დაახლოება დაიწყო რუსეთთან, რის შემდეგაც, ხუნტის ძალაუფლების განსამტკიცებლად, მოიწვიეს ქვეყანაში "ვაგნერის" დაქირავებულები.
ხუნტამ, "ვაგნერთან" ერთად მიზნად დაისახა, მალიში მოწინააღმდეგეთა ბანაკების სრული განადგურება და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება.