ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს, რომ „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური მოჰამედ დეიფი 13 ივლისს ღაზას სექტორში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
ისრაელი რამდენიმე წელია ცდილობს რადიკალური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციას. „ჰამასს“ ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაზე.
ისრაელის განცხადებით, დეიფი გასული წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორია.
როგორც ასევე ცნობილია, დეიფი აქტიურად მონაწილეობდა ღაზის სექტორში მიწისქვეშა გვირაბების მოწყობაშიც.
მოჰამედ დეიფის ლიკვიდაციის შესახებ ცნობა ისრაელმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც 31 ივლისს თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიეს ლიკვიდაცია მოხდა. ასევე, ბეირუთში მოკლულია „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსანი, სამხედრო მეთაური ფაუდ შუქრი.