2001 წლის 11 სექტემებრის ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი, ხალიდ შეიხ მუჰამედი და კიდევ ორი სხვა ბრალდებული დათანხმდა საპროცესო შეთანხმებას და დანაშაულის აღიარებას. განცხადება 31 ივლისს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
შეთანხმდების დეტალები არ გასაჯაროვებულა, თუმცა მედიის ინფორმაციით, დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ, პროკურატურა სიკვდილით დასჯის ნაცვლად, უვადო პატიმრობას მოითხოვს.
გამოძიების თანახმად, სწორედ ხალიდ შეიხ მუჰამედმა დაგეგმა ტერორისტული თავდასხმები და ასევე, იგი კოორდინაციას უწევდა კომუნიკაცებსა და დაფინანსებას. ის 2003 წელს პაკისტანში დააკავეს. აშშ-ის სენატის ანგარიშის თანახმად, მუჰამედი CIA-ის თანამშრომლებმა აწამეს დაკითხვების დროს.
2006 წელს მუჰამედი გადაიყვანეს გუანტანამოს ციხეში, სადაც ის და სხვა ბრალდებულები ამ დრომდე რჩებიან. სააგენტო dpa-ს ცნობით, ხალიდ შეიხ მუჰამედი სამხედრო ტრიბუნალის წინაშე უნდა გამოსულიყო, მაგრამ პროცესი მრავალი წლით გადაიდო.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმა ყველაზე მასშტაბური იყო აშშ-ს ისტორიაში, დაიღუპა დაახლოებით 3000 ადამიანი. ისლამისტი ტერორისტების მიერ გატაცებული 4 თვითმფრინავიდან 2 ნიუ იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობებს შეეჯახა, ერთი პენტაგონის შენობას, ხოლო მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიაში ჩამოვარდა.