საერთაშორისო ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" 2024 წლის წლის პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 26 პუნქტით გაუარესდა.
ინდექსის თანახმად, საქართველო 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზე მოხვდა. 2023 წელს მედიის თავისუფლების ინდექსით საქართველო 77-ე ადგილზე იყო და 61,69 ქულა ჰქონდა მინიჭებული.
საერთაშორისო ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყანაში პრესის თავისუფლების მდგომარეობას 5 ინდიკატორის მეშვეობით აფასებს - პოლიტიკური, ეკონომიკური, კანონმდებლობა, სოციალური ინდიკატორი და უსაფრთხოება.
საქართველოსთვის მინიჭებული ქულები თითეულ შემთხვევაში ასე ნაწილდება:
პოლიტიკური - 36.23 ქულა
სამართლებრივი - 67.31
ეკონომიკური - 39.93
სოციალური - 60.45
უსაფრთხოების კონტექსტები - 61.35
თითოეული ქვეყნისთვის მინიჭებული ქულა შემდეგნაირად კლასიფიცირდება:
85-100 ქულა - კარგი
70-85 ქულა - დამაკმაყოფილებელი
55-70 ქულა - პრობლემური
40-55 ქულა - რთული
0-40 ქულა - ძალიან სერიოზული
მედიის თავისუფლების ინდექსის პირველ ათეულში არიან: ნორვეგია, დანია, შვედეთი, ნიდერლანდები, ფინეთი, ესტონეთი, პორტუგალია, ირლანდია, შვეიცარია, გერმანია.