ავიაკომპანიებმა United-მა, Delta-მ და British Airways-მა ისრაელის მიმართულებით ფრენების გაუქმება. ამის შესახებ The Times of Israel იუწყება.
„ამერიკის და დიდი ბრიტანეთის მთავარმა ავიაკომპანიებმა აცნობეს მგზავრებს, რომ ისინი აჩერებენ ფრენებს ისრაელში, „ჰამასთან“, „ჰეზბოლასთან“ და ირანთან დაძაბულობის ფონზე“, - ნათქვამია განცახდებაში.
აღნიშნულია, რომ ფრენების გაუქმების გამო შეერთებულ შტატებში ათიათასობით ისრაელელი დარჩა. Delta და British Airways-ი ფრენებს 2 აგვისტომდე გააუქმებენ, ხოლო United-ი - 6 აგვისტომდე.
United Airlines-მა ასევე განაცხადა, რომ ავიაკომპანია შეწყვეტს რეგულარულ ფრენებს თელ-ავივის მიმართულებით.
ავიაკომპანიის განცახდებით, ისინი იძულებულნი იყვნენ მიეღოთ ასეთი ზომები უსაფრთხოების გამომდინარე. ამასთან, United Airlines-ში აღნიშნეს, რომ განაგრძობენ ყურადღებით დააკვირდებიან ვითარებას და ამის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას ფრენების განახლების შესახებ.
ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია კვლავ დაძაბულია. 31 ივლისის ღამეს, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე მოკლეს. ამასთან, ისრაელის ბეირუთზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა „ჰეზბოლას“ მეთაური ფუად შუქრი.