ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს პრემიერი ესწრებოდეს აშშ-ს თუ ევროპის კავშირის ქვეყნებში ინაუგურაციებს, ჩვენ ვხედავთ, რომ მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზება ხდება ავტოკრატიულ სახელმწიფოებთან, რომელსაც აშშ განიხილავს ბოროტების ღერძის შემადგენლებად, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
“გარდა იმისა, რომ ღია, საჯარო ვიზიტებით სტუმრობს კობახიძე ჩინეთსა და ირანს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ არსებობს დახურული არხებით პირდაპირი კომუნიკაცია პუტინის რუსეთთან და მათ შორის ბუნებრივია, აღნიშნული შეიძლება ხდებოდეს ისეთი ავტოკრატიული სახელმწიფოების ტერიტორიაზე და მათი მეშვეობით, როგორიც არის ირანი. თავისთავად ის, რომ ნაცვლად იმისა, საქართველოს პრემიერი სტუმრობდეს ინაუგურაციებს აშშ-ს თუ ევროპის კავშირის ქვეყნებში, ჩვენ ვხედავთ, რომ მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზება ხდება ავტოკრატიულ სახელმწიფოებთან, რომელსაც აშშ განიხილავს ბოროტების ღერძის შემადგენლებად, რომლებიც მათ შორის რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ აფინანსებენ და ხელს უწყობენ. ჩვენ ვიცით, რომ ათასობით დრონს ყიდის ირანი რუსეთზე იმისთვის, რომ დაიბომბოს უკრაინული ქალაქები და თავს დაესხან მშვიდობიან მოსახლეობას, მაშინ, როდესაც აშშ ჩინეთს მოიხსენიებს, როგორც მთავარ ფინანსურ აქტორს რუსეთის საომარი მანქანის დაფინანსებისთვის უკრაინის წინააღმდეგ. ასე მოიხსენიებენ, როგორც ბოროტების ღერძი თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ და ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება გვერდით იდგას თავისუფალ სამყაროსთან ამ ცივილიზაციურ ბრძოლაში, სადაც აუცილებლად გამარჯვებული იქნება უკრაინა დემოკრატიული სამყარო და თავისუფალი სამყარო ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ერთად, სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე ღიად ივანიშვილი დგება არა თავისუფალი სამაყროს გვერდით, არამედ ავტოკრატიულ რეჟიმებთან, რომელსაც ამერიკა ბოროტების ღერძის აქტორებად განიხილავს.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.