ირანის ახალმა პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა, მეჯლისში გამართულ ინაუგურაციაზე ფიცი დადო, რომ გააუმჯობესებს კავშირებს მსოფლიოში და შეამსუბუქებს სოციალურ თავისუფლებებს ქვეყანაში. იუწყება Reuters
„ჩვენ ვისწრაფვით მსოფლიოსთან კონსტრუქციული და ეფექტური თანამშრომლობისაკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ღირსებაზე, სიბრძნესა და მიზანშეწონილობაზე, - განაცხადა ფეზეშქიანმა.
„ისინი, ვინც აწვდიან იარაღს, რომელიც ბავშვებს კლავს, ვერ ასწავლიან მუსლიმებს ჰუმანურობას", - თქვა ფეზეშქიანმა „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“ შეძახილების ფონზე.
ცერემონიას ესწრებოდნენ „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერები, ასევე თეირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტებისა და ლიბანის ჰეზბოლას უმაღლესი წარმომადგენლები.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მისმა გამარჯვებამ გააჩინა დასავლეთთან ირანის ანტაგონისტური ურთიერთობების დათბობის იმედი, რამაც შეიძლება შექმნას შესაძლებლობები მსოფლიო ძალებთან მისი ბირთვული დაპირისპირების შესამსუბუქებლად.
შეგახსენებთ, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას ასევე დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პირველ ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი.