31 ივლისის ღამეს რუსეთის ძალებმა კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანეს. უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმა 7 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. თავდაცვის ძლაებმა მტრის 30-ზე მეტი დრონი გაანადგურეს.
კიევის ოლქის სამხედრო ადინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰიი პოპკოს ინფორმაციით, ივლისის განმავლობაში ეს უკვე მეშვიდე თავდასხმაა უკრაინის დედაქალაქზე. ის ყველაზე მასირებული შეტევაა 2024 წლის განმავლობაში გამოყენებული დრონების რაოდენობით.
„საჰაერო შეტევა 7 საათზე მეტხანს გაგრძელდა. მტრის დრონები თითქმის ყველა შესაძლო მიმართულებიდან კიევს ტალღებად უახლოვდებოდნენ“, - განაცხადა პოპკომ.
პოპკომ აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს 30-ზე მეტი დრონი კიევის საჰაერო სივრცეში და მის მისადგომებთან.
თავდასხმას კიევში მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. პოპკოს განცხადებით, ინფორმაცია ზუსტდება.