ისრაელმა ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი დაბომბა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათი სამიზნე იყო დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას ხელმძღვანელობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ფუად შუქრიზე, რომელიც დაჯგუფების ლიდერის, ჰასან ნასრალას მრჩეველია. დარტყმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე სახლი და ავტომობილები. დაიღუპა ორი მეთაური, თუმცა ფუად შუქრის ბედი ამ დროისთვის უცნობია.