იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან შეხვედრისას „საკმაოდ მკაფიოდ დააყენა“ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩინეთის მხარდაჭერის საკითხი. მელონის თქმით, პეკინი ახლა არ არის დაინტერესებული რუსეთის ფედერაციის სამრეწველო პოტენციალის მხარდაჭერით.
მელონის თქმით, ჩინელ კოლეგებთან შეხვედრისას „ჩვენ საკმაოდ მკაფიოდ დავაყენეთ რუსეთის მხარდაჭერის საკითხი“, „ვცდილობთ ერთად ვიფიქროთ იმაზე, თუ რა ინტერესები აქვს ყველას“.
„ვფიქრობ, ჩინეთი ამ ეტაპზე არ არის დაინტერესებული რუსეთის სამრეწველო პოტენციალის მხარდაჭერით, თუნდაც, როგორც ვიცით, ის პირდაპირ არ ერევა“, - დასძინა მან.
იტალიის მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთს შეუძლია „წამყვანი როლი ითამაშოს“ უკრაინის ომის საკითხის მოგვარებაში.
”პრეზიდენტმა სიმ გუშინ თქვა, რომ ჩინეთი ყოველთვის მუშაობს ხალხებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების საკითხზე და ვისურვებდი ვიხილო ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები”, - განმარტა მელონიმ.