მიმდინარეობს უწყვეტი მუშაობა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის შეხვედრისთვის. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გეორგი ტიხიმ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ისაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ის შორის მოლაპარაკების შედეგებზე, რომელიც გუანჯოუში 24 ივლისს გაიმართა.
„უკრაინულ-ჩინური დიალოგი ძალიან დინამიურად ვითარდება, განსაკუთრებით წელს და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ის გაგრძელდება სხვადასხვა დონეზე. კიდევ იქნება შეხვედრები და მოლაპარაკებები.
ისევე, როგორც {ინდოეთის} პრემიერ-მინისტრ მოდისთან, უკრაინისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრაზე მუშაობა უწყვეტი სამუშაო მიმდინარეობს. დააახლოვა თუ არა უკრაინისა და ჩიენთის პოტენციური შეხვედრა მინისტრ კულებას ჩინეთში გამართულმა მოლაპარაკებებმა და ვიზიტმა?
აუცილებლად დაახლოვა. მაგრამ როდის გაიმართება ასეთი შეხვედრა, როდის იქნება ეს შეთანხმება, ამაზე საუბარი ნაადრევია. როცა რაიმე დეტალი იქნება ცნობილი, მაშინ ჩვენ დაგიბრუნდებით კონკრეტული ინფორმაციით“, - განაცხადა ტიხიმ.