უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება, რომ 30 ივლისის ღამეს თავდაცვის ძალებმა კურსკის ოლქის სოფელ ვოზში რუსეთის ნავთობბაზას თავს დაესხნენ.
„ღამით რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის სოფელ ვოზში მტრის ნავთობსაცავი „ლოგისტიკური ცენტრი №43-ზე“ დარტყმა განხორციელდა. დაზვერვის მონაცემებით, მოწინააღმდეგის ობიექტზე ცეცხლი გაჩნდა დაწესებულება,” - აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ დარტყმა უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალებმა სხვა შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით განახორციელეს.