ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაისუბანში, 45 წლამდე გერმანელი ტურისტი, გველის ნაკბენით გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა, როგორც მერის წარმომადგენელმა ჩაისუბანში, ჯუმბერ ყურშუბაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ტურისტი ჩაისუბნის ტყეში ოჯახთან ერთად იყო.
„მთის ასპიტი რქმევია ამ გველს, ყოფილა ჩვენს მთებში. გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა რომ ნახეს სურათი, თქვეს, ეს გველიაო. ტყეში იყო, ფაქტობრივად, სასწრაფომ ვერ აუსწრო და გარდაიცვალა“- უთხეა ჯუმბერ ყურშუბაძემ გამოცემას.
მისი თქმით, ფოტოზე ჩანს, რომ ტურისტს გველი ხელში ეჭირა, ეკეთა ხელთათმანიც, სავარაუდოდ ტურისტმა ქვეწარმავლის ნაკბენი ვერ იგრძნო.
„ფოტოებზე, რაც ნახეს, ხელში ჰყავდა აყვანილი გველი. ხელთათმანი კი ეკეთა ტურისტს, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ დაიცვა. ალბათ ვერ იგრძნო, რომ უკბინა .ტყეში იყო ფაქტობრივად, სასწრაფომ ვერ აუსწრო და გარდაიცვალა“- თქვა ჯუმბერ ყურშუბაძემ.