უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ბონდო გაგნიძე პეტროვსკის მიმართულებაზე იბრძოდა.
ბონდო გაგნიძე უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა. მებრძოლი 67-ე ბრიგადის რიგებში ირიცხებოდა. ბონდო გაგნიძე 69-ე ქართველი სამხედროა, რომელიც 2022 თებერვლის შემდეგ, უკრაინის ომში დაიღუპა.