თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისრაელს აქვს უფლება, უპასუხოს გოლანის მაღლობებზე განხორციელებულ თავდასხმას.
კირბის განცხადებით, თავდასხმა „ჰეზბოლას“ მიერ განხორციელდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად „ჰეზბოლა“ ამას უარყოფს.
„ეს მათი რაკეტაა. ის გაშვებულია იმ ტერიტორიიდან, რომელსაც ისინი აკონტროლებენ“, – განაცხადა კირბიმ პრესკონფერენციაზე.
მისივე განცახდებით, აშშ არ ელოდება, რომ გოლანის მაღლობებზე თავდასხმა ესკალაციას გამოიწვევს.
„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევს ესკალაციას“, - ხაზგასმით აღნიშნა კირბიმ.
ამასთან, შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ დიმპლომატიური გადაწყვეტისთვის ჯერ ისევ არსებობს დრო და სივრცე.
„ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი მტკიცეა. ვერც ერთი ერი ვერ მოითმენს ისეთ სერიოზულ საფრთხეებს, რომლებსაც ისრაელელები აწყდებიან“, – აღნიშნა კირბიმ.
27 ივლისს, გოლანის მაღლობებზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. დაღუპულთა და დაშავბულთა შორის უმეტესობა მოზარდია. თავდასხმა სტადიონის მახლობლად მოხდა, სადაც უამრავი ბავშვი თამაშობდა. ისრაელი თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ აკისრებს.
„ჰეზბოლა“ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.