ინგლისის ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ საუთპორტში დანით თავდასხმის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა. იუწყება BBC
ამის შესახებ საუთპორტის პოლიციის უფროსმა სერენა კენედიმ ბრიფინგზე განაცხადა.
პოლიციის წარმომადგენლის თქმით, 17 წლის თავდამსხმელი საცეკვაო სკოლაშიტეილორ სვიფტისადმი მიძღვნილი ღონისძიების დროს შეიჭრა.
შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა. კიდევ ცხრა დაიჭრა, მათ შორის ექვსი ბავშვი და ორი ზრდასრულია. მათი მდგომარეობა კრიტიკულია.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია ორი დაღუპულისა და რვა დაჭრილის შესახებ.
კენედიმ დაადასტურა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 17 წლის ბიჭი დააკავეს. ის კარდიფიდანაა. კენედის თქმით, პოლიციას ჯერ არ დაუდგენია თავდამსხმელის მოტივი, თუმცა ფიქრობს, რომ ის ტერორიზმთან არ არის დაკავშირებული.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მომხდარს შოკისმომგველი უწოდა და სასწრაფო დახმარების სამსახურს სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.