თეთრი სახლის უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას 200 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტს გადასცემს.
კირბის თქმით, დახმარების პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, HIMARS-ის საარტილერიო საბრძოლო მასალას, ნაღმტყორცნების ჭურვებს და Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს.
აშშ-მ უკრაინის სამხედრო დახმარების წინა პაკეტი 11 ივლისს დააანონსა. 225 მილიონ დოლარად შეფასებული პაკეტი, მათ შორის, Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოიცავდა.