29 ივლისს გერმანიის ქალაქ ლუდვიგსჰაფენში, ქიმიურ კონცერნ BASF-ის ქარხანაში აფეთქება მოხდა.
ლუდვიგსჰაფენის ქარხანაში აფეთქების შესახებ ინფორმაცია შუადღისით გავრცელდა. თვითმხილველებმა შენობის ზემოთ კვამლის დიდი სვეტი დაინახეს. შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, პოლიცია და გარემოს დაცვის ინსპექცია.
აფეთქების გამომწვევი მიზეზები დგინდება. ხანძარი ლიკვიდირებულია.
BASF-ის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად მსუბუქად დაშავდა 14 თანამშრომელი, რომლებმაც პირველადი დახმარება ადგილზე მიიღეს.
კვამლის გამო ლუდვიგსჰაფენისა და მიმდებარე დასახლებების მოსახლეობას სთხოვეს არ გაეღოთ კარ-ფანჯრები.