ოლიმპიადის პერიოდში საფრანგეთის რკინიგზაზე განხორციელებული დივერსიიდან 3 დღის შემდეგ თავდასხმა განხორციელდა საფრანგეთის მთავარი სატელეფონო ოპერატორების ინფრასტრუქტურაზე.
საფრანგეთის მთავრობის ციფრული ტექნოლოგიების სახელმწიფო მდივანი მარინა ფერარი სოციალურ ქსელში წერს, რომ საფრანგეთის რამდენიმე რაიონში 29 ივლისს, უცნობმა პირებმა რამდენიმე ტელეკომის ოპერატორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი დააზიანა.ზარალი მიაყენეს ფრანგულ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს რიგ დეპარტამენტებში.
მისი თქმით, თავდამსხმელების ქმედებებს ლოკალური შედეგები მოყვა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით წვდომაზე, ასევე სახმელეთო და მობილური სატელეფონო კომუნიკაციებზე.
„მკაცრად ვგმობ ამ მშიშარა და უპასუხისმგებლო ქმედებებს“, - განაცხადა ფერარიმ და მადლობა გადაუხადა სპეციალისტებს, რომლებმაც დაზიანებული ობიექტებო აღადგინეს.