რუსეთში ვოლგოგრადის ოლქში ყაზან-ადლერის სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რვა ვაგონი ამობრუნდა, სავარაუდოდ, დაშავდა 100-ზე ადამიანი.
რუსეთის საგანეგბოს სამსახურების ინფორმაციით, ადგილზე სასწრაფო დახმარების სამი ჯგუფი მუშაობს.
ამჟამად მიმდინარეობს დაშავებულების ევაკუაცია, გასაფრენად ზადდება ორი ვერტმფრენი. მონაკვეთზე მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია.
რუსეთის რკინიგზის ინფორმაციით, ავარიის მიზეზი სატვირთო ავტომობილი გახდა, რომელმაც სარკინიგზო გადასასვლელზე გაიარა და მატარებელს შეეჯახა.
მატარებელში 812 ადამიანი იმყოფებოდა