არგენტინა, პერუ და კოსტა რიკა ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადუროს გამარჯვებას არ აღიარებენ.
„მონაცემები აჩვენებს ოპოზიციის გამარჯვებას. არგენტინა არ აღიარებს თაღლითობას და იმედოვნებს, რომ შეიარაღებული ძალები დაიცავს დემოკრატიას და ხალხის ნებას“, - წერს არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი სოციალურ ქსელ X-ში.
”მე კატეგორიულად ვგმობ ვენესუელის მთავრობის მხრიდან დარღვევების ერთობლიობას გაყალბების მიზნით. პერუ არ მიიღებს ვენესუელელთა სახალხო ნების წინააღმდეგ დარღვევებს”, - დაწერა პერუს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხავიერ გონსალეს-ოლაეჩეამ.
კოსტა რიკის მთავრობამ თავის მხრივ გამოაქვეყნა პრეზიდენტის როდრიგო ჩავესის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რესპუბლიკის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ნიკოლას მადუროს ვენესუელას პრეზიდენტად გამოცხადებას.
ამავე დროს, მათ გამოთქვეს განზრახვა ითანამშრომლონ „კონტინენტის დემოკრატიულ მთავრობებთან“ და საერთაშორისო ორგანოებთან, რათა „მიაღწიონ ვენესუელის ხალხის წმინდა ნების პატივისცემას“.
ხმების 80 პროცენტის დთვლის შედეგად მიხედვით, არჩევნებში მადურო 51,2 პროცენტით იმარჯვებს.