ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ჩინეთის საზღვართან მდებარე დატბორილი ტერიტორიები მოინახულა, საიდანაც ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს. იუწყება Reuters.
სტიქიამ ჩრდილოეთ კორეის სინუიჯუში და ჩინეთის მოსაზღვრე მიმდებარე რაიონებში დაახლოებით 5 000 ადამიანი დააზარალა. საევაკუაციო სამუშაოებში ჩართულები არიან სამხედროებიც.
კიმ ჩენ ინის აზრით, საპასუხო ზომები ეფექტური არ იყო. გააკრიტიკა რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა სამხედრობი შეაქო.