საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანია სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან და საერთოდ თითოეულ საქართველოს მოქალაქესთან. მთელი საქართველო ვდავობთ „ქართული ოცნების“ რუსული კანონის წინააღმდეგ,“- ამის შესახებ განაცხადა პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა თამარ კორძაიამ საკონსტიტუციო სასამართლოში რუსულ კანონის შეჩერების შესახებ სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით.
საპარლამენტო ოპოზიციამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
კორძაიას განცახდებით, თუ კანონი უნდა შეჩერდება, ქვეყანას, შესაძლოა, შეუქცევადი ზიანი მიადგეს.
„საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანია სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან და საერთოდ თითოეულ საქართველოს მოქალაქესთან. რუსული კანონი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ვთვლით, რომ ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა ამაზე ვიდავოთ საკონსტიტუციო სასამართლოში. საქართველოს საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანია, 38 დეპუტატი ვაწერთ ხელს, ზოგიერთი უბრალოდ არ იყო ფიზიკურად, თორემ ის უერთდება ამ სარჩელს და ჩვენ სასამართლოში ყველასთან ერთად, მთელი საქართველო ვდავობთ „ქართული ოცნების“ რუსული კანონის წინააღმდეგ.
ვასაჩივრებთ მთელ კანონს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებაში, მაგრამ პირველი ეტაპი არის შეჩერება, ჩვენ ვითხოვთ შეჩერებას, არჩევნებამდე ეს კანონი უნდა შეჩერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება შეუქცევადი ზიანი მიადგეს ამ ქვეყანას. “- განაცხადა თამარ კორძაიამ.