მსოფლიოს 158 მეცნიერი, აკადემიკოსი და მკვლევარი ნატო-ს ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთის პოზიციის მიუხედავად, ალიანსში უკრაინა მიიღონ. მეცნიერების ღია წერილს გამოცემა The Guardian-ი აქვეყნებს.
მეცნიერების აზრით, ნატო-ში უკრაინის მიწვევით "მნიშვნელოვნად დავშორდებით დაშოშმინების პოლიტიკას და დავუბრუნდებით საერთაშორისო კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებს".
წერილის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ რუსეთმა საკმაოდ მშვიდად მიიღო ნატოში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება.
„დროა, ვაღიაროთ, რომ რუსეთი ნატოში უკრაინის წევრობას ეწინააღმდეგო მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ხელს შეუშლიდა ამ ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის უწყვეტ აგრესიას,“ - აცხადებენ წერილის ავტორები.
წერილში ასევე ხაზგასმულია, რომ დღემდე რუსეთი ნატოს-ს არცერთ წევრ ქვეყანას დასხმია თავს და მხოლოდ არაწევრ ქვეყნებში - საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში - შეიჭრა და მათი ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს.