პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადეს გახსნის ცერემონიაზე ერთ-ერთი სეგმენტის გამო, სახელწოდებით „დღესასწაული”. იუწყება Reuters.
„ცხადია, ჩვენი განზრახვა არასდროს ყოფილა რომელიმე რელიგიური ჯგუფის უპატივცემულობა. [გახსნის ცერემონია] მიზნად ისახავდა საზოგადოების ტოლერანტობის აღნიშვნას. გვჯერა, რომ ეს მიზანი მიღწეულია. ადამიანებმა ეს შეურაცხმყოფლად თუ მიიღეს, ჩვენ ნამდვილად ვწუხვართ“ - თქვა პარიზის ოლიმპიადის პრესსპიკერმა, დეკამპმა.
გახსნის ცერემონიის სამხატვრო ხელმძღვანელის, თომას ჯოლის განცხადებით, რელიგიის შეურაცხყოფა არასდროს ყოფილა მისი განზრახვა.
„ჩვენ გვსურდა მრავალფეროვნებაზე საუბარი. მრავალფეროვნება ნიშნავს ერთად ყოფნას“,- აღნიშნა ჯოლიმ.