ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა ფინეთის საზღვრიდან 200 კილომეტრში მდებარე რუსულ აეროდრომ 'ოლენიაზე თავდასხმის ფონზე განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება.
სტუბმა თქვა, რომ რუსული აეროდრომზე შეტევასთან დაკავშირებით მან მოლაპარაკება გამართა ფინეთის პრემიერ-მინისტრთ პეტერი ორპოსთან და შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან.
"მთავარი გზავნილი არის ის, რომ ფინეთში შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს. ჩვენ ვაკონტროლებთ ვითარებას და შეგვიძლია რეაგირება", - თქვა მან.
ამავდროულად, ფინეთის პრეზიდენტის თქმით, ფინელები უნდა მიეჩვიონ იმ ფაქტს, რომ ომი ფინეთის საზღვრებს უახლოვდება, რადგან „ჰელსინკიდან კიევამდე შორი მანძილი არ არის“.
„ჩვენ უნდა შევეჩვიოთ იმ ფაქტს, რომ უკრაინამ უნდა გამოიყენოს ყველა საშუალება ამ ომის მოსაგებად და ეს ასევე ნიშნავს სხვადასხვა დარტყმას. რუსეთი გააგრძელებს ჰიბრიდულ დარტყმებს', - თქვა სტუბმა
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინულმა დრონებმა ფინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრიდან 200 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე მდებარე „ოლენიას“ საავიაციო ბაზაზე რუსული ტუ-22მ3 ბომბდამშენი დააზიანეს.