თეთრი სახლი გმობს სარაკეტო თავდასხმას გოლანის სიმაღლეებზე, და გამოხატავს თავის ურყევ მხარდაჭერას ისრაელის მიმართ.
„ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი არის ძლიერი და ურყევი ირანის მიერ მხარდაჭერილი ყველა ტერორისტული ჯგუფის, მათ შორის, ლიბანური „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ”, – ნათქვამია განცხადებაში თეთრი სახლის განცახდებაში.
12 მოზარდი და ახალგაზრდა დაიღუპა და ათობით დაიჭრა გოლანის მაღლობზე განხორციელებული საჰაერო დაბომბვის შედეგად.
დაშავებულთა შორის უმეტესობა ბავშვია.
ისრაელის თავდაცვის ძალები თავდასხმაში ლიბანის შიიტურ გასამხედროებულ მოძრაობა „ჰეზბოლას“ ადანაშაულებენ, თუმცა „ჰეზბოლა“ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.