ლიბანის მთავრობა გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და აგრესიას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ამის შესახებ ნათქვამია ლიბანის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია.
„სამოქალაქო მოსახლეობის მიზანში ამოღება საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება ჰუმანურობის პრინციპებს. ისრაელსა და „ჰეზბოლას“ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები“, – ნათქვამია განცხადებაში.
12 მოზარდი და ახალგაზრდა დაიღუპა და ათობით დაიჭრა გოლანის მაღლობზე განხორციელებული საჰაერო დაბომბვის შედეგად.
დაშავებულთა შორის უმეტესობა ბავშვია.
ისრაელის თავდაცვის ძალები თავდასხმაში ლიბანის შიიტურ გასამხედროებულ მოძრაობა „ჰეზბოლას“ ადანაშაულებენ, თუმცა „ჰეზბოლა“ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.