ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ შოკირებულია „ჰეზბოლას“ მიერ გოლანის მაღლობზე, მაჯდალ-შამსზე მომხდარი თავდასხმის გამო. ნეთანიაჰუმ ამის შესახებ ისრაელის დრუზთა თემის ლიდერთან საუბარში განაცხადა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ნეთანიაჰუმ ღრმა შეშფოთება გამოთქვა „ჰეზბოლას“ მიერ ბავშვებისა და უდანაშაულო ხალხის მკვლელობის გამო.
„პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ნათლად განაცხადა, რომ ისრაელი არ დაუშვებს, გაატაროს მომაკვდინებელი თავდასხმები და „ჰეზბოლა“ მძიმე ფასს გადაიხდის, რაც აქამდე არ გადაუხდია“, – ნათქვამია განცხადებაში.
12 მოზარდი და ახალგაზრდა დაიღუპა და ათობით დაიჭრა გოლანის მაღლობზე განხორციელებული საჰაერო დაბომბვის შედეგად.
დაშავებულთა შორის უმეტესობა ბავშვია.
ისრაელის თავდაცვის ძალები თავდასხმაში ლიბანის შიიტურ გასამხედროებულ მოძრაობა „ჰეზბოლას“ ადანაშაულებენ, თუმცა „ჰეზბოლა“ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
ნეთანიაჰუმ აშშ-ში ვიზიტი შეწყვიტა და ისრაელში დაბრუნდა.