"კრწანისის" სასწავლო ცენტრში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე პასუხისმგებელი პირები დაკავებულია.
თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამი პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგას.
"გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევა უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ გამოიწვია. შესაბამისად ამ ეტაპზე დადგა იმ სამი პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებსაც უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონტროლი ევალებოდათ. ამ დროისთვის დაკავებული არიან - ეროვნული სასწავლო ცენტრის სასწავლო კურსის უფროსი - საარტილერიო ქვედანაყოფების შეფასებისა და მომზადების კურსის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ტრისტან ტყეშელიაძე, საცეცხლე პოზიციის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი მამუკა ფარეშიშვილი და პირველი საარტილერიო ბრიგადის ბატარეიის მეთაური, უფროსი ლეიტენანტი მალხაზ ქობალია", - აღნიშნულია განცხადებაში.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 403-ე მუხლის მესამე ნაწილითაა აღძრული, რაც თავისუფლების 6-დან 10 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.