კანადასა და შეერთებულ შტატებში ტყის მასშტაბური ხანძრები მძვინვარებს.
შეერთებული შტატებისა და კანადის ხელისუფლებამ ხალხის ევაკუაცია უკვე დაიწყო. მაშველები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.
კალიფორნიაში ტყის ხანძარი სწრაფად ვრცელდება და მეხანძრეებს მასთან გამკლავება უჭირთ.
სტიქიის შედეგად, ტყის ათასობით ჰექტარი, 134-ზე მეტი შენობაა განადგურებული.
ამ დროისთვის 4000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
კალიფორნიაში მასშტაბური ხანძარი 24 ივლისს გავრცელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი მამაკაცის მიერ ხრამში ცეცხლმოკიდებული მანქანის გადაგდება გახდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია.
ყველაზე დიდი ზიანი მიადგა ჯასპერის ეროვნულ პარკს კანადის კლდოვან მთებში, სადაც ტყის ხანძარის შედეგად სასწრაფოდ 25 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. განადგურდა ამავე სახელობის პარკი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.