რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიული მოქმედებების შედეგად სამი რუსული ვერტმფრენი განადგურდა. ამის შესახებ უკრაიული მედია დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც იუწყებიან 2024 წლის 24 ივლისს, ქალაქ სამარაში, „კრიაჟის“ აეროდრომზე, სამხედრო მრავალფუნქციური ვერტმფრენი Mi-8 დაიწვა.
რამდენიმე დღით ადრე, 21 ივლისს, მოსკოვის მახლობლად მდებარე სოფელ ტომილინოში, რუსეთის კიდევ ორი ვერტმფრენი - Mi-28 და მრავალფუნქციური Ka-226 თავდასხმის ქვეშმოექცა.
ეს ორი თვითმფრინავი მდებარეობდა რუსეტის ვერტმფრენების წარმოების ეროვნული ცენტრის ტერიტორიაზე.
დაზვერვის მთავარ სამმართველოში აცხადებენ, რომ რუსეთის ეს სამხედრო საავიაციო საწარმო დაკავებულია ვერტმფრენების წარმოებით და შეკეთებით.
აგრესორმა განადგურებული და დაზიანებული რუსული ვერტმფრენები უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენა, აღნიშნავს GUR.
„უკრაინსკა პრავდას“ წყაროს ცნობით, ამ სპეცოპერაციის უკან უკრაინის დაზვერვის ოფიცრები დგანან.