რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების შესახებ ბოლო დროს გაჟღერებული წინადადებები, განპირობებულია იმით, რომ დასავლეთი აცნობიერებს, რომ მოსკოვის დამარცხება შეუძლებელია.
მისი თქმით, ეს წინადადებები არასერიოზულია.
ამასთან, ლავროვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ყოველთვის მზადაა „გულწრფელი“ საუბრისთვის, არსებული რეალობის გათვალისწინებით.
მისი თქმით, ამ "რეალობას" შორისაა რუსეთში ოთხი ახალი რეგიონის "შესვლა“ და კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, კიევის "რეჟიმის“ შენარჩუნების დაუშვებლობა, რომელიც „ანადგურებს“ რუს უმცირესობას და აქვს გამოხატული „ნაცისტური“ ხასიათი.
ამასთანა ლავროვმა აღიშნა, რომ დასავლეთის პოზიცია რუსული თვალსაზრისის უგულებელყოფაა.
„არაფერი ხდება, ისინი უგულებელყოფენ ამას და კონსტრუქციული მიდგომისკენ მოგვიწოდენ. რეალურად კი მათი გაგებით, ეს ნიშნავს, კაპიტულაციას. ეს არ მოხდება, სპეცოპერაციის ყველა მიზანი მიღწეული იქნება. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს“, - აღნიშნა ლავროვმა.