ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი აგვისტოში უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ეს იქნება მოდის პირველი ვიზიტი ომის დაწყების შემდეგ.
მედიის ცნობით, მოდის ვიზიტი უკრაინაში 23 აგვისტოსთვის იგეგმება. ინფორმაცია მედიას დელის დოპლომატიირი წტეებიდან რამდენიმე წყარომ დაუდასტურა.
ამ წლის დასაწყისში ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან და უკრაინაში მიიწვია.
მოდი ასევე ესაუბრა ზელენსკის ივნისში G7-ის სამიტის ფარგლებში. შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს უკრაინაში არსებული ვითარება.