ფინეთმა განაცხადა, რომ რუსულმა გემმა მისი ტერიტორიული წყლები დაარღვია.
ფინეთის მთავრობის ინფორმაციით, შემთხვევა პარასკევს, 26 ივლისს ფინეთის აღმოსავლეთ ყურეში მოხდა.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასაზღვრო დაცვის წარმომადგენლები ინციდენტს იძიებენ და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
ფინური მედია სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ ფინეთის ტერიტორიული წყლებში რუსეთის სამხედრო გემი შევიდა, რომელიც ბალტიის ფლოტის ნაწილია და განკუთვნილი იყო ზღვის ფსკერის შესასწავლად.
ფინურმა სასაზღვრო საპატრულო გემმა რუსული გემი ფინეთის ტერიტორიული წყლებიდან განდევნა და ინციდენტი დაახლოებით შვიდ წუთს გაგრძელდა.