ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრების წინაშე ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსვლის კომენტირებისას განაცხადა.
„ტაში უნდა დაუკრან მათ, ვინც კაცობრიობას ემსახურება. წარმომადგენელთა პალატამ ლი ტაში დაუკრა მას, ვინც გაანადგურა თითქმის 40 ათასი ბავშვი, ქალი და მოხუცი. ისინი, ვინც მსოფლიოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ ლექციებს უტარებს, ყოველგვარი სირცხვილის გარეშე ადიდებენ ჩვენი დროის ჰიტლერს“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიიდენტმა.
ერდოღანმა, აშშ-ის კონგრესში „გონების დაბნელება“ უწოდა „ჯალათის (ნეთანიაჰუს) სიტყვით გამოსვლის დროს ოვაციებს, რომლის ხელებზეც 150 ათასი ღაზელის სისხლია“.
„ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვხედავთ ნიშანს, რომ სისტემამ დაკარგა პრობლემების გადაჭრის უნარი. მხოლოდ ახლო წარსულში განვითარებული კრიზისების გადახედვა საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ სისტემა დიდი ხანია, გაკოტრებულია. მაგალითად, სირიაში კონფლიქტი 13 წელია, უკრაინაში კი 2.5 წელია უწყვეტად მიმდინარეობს ომი. ღაზაში 16 000 უდანაშაულო ბავშვი, 40 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და გენოციდის აღკვეთა თითქმის 10 თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა. მთელმა მსოფლიო უყურებდა, როგორ უკრვდნენ ტაშს გენოციდურ მკვლელს ამერიკის კონგრესში. მეორე მხრივ, მათ მიმართ სრულიად საპირისპირო დამოკიდებულება გამოიჩინეს წარმომადგენელთა პალატის გარეთ. ეს გვიჩვენებს, საით მიდის მსოფლიო“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.