ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლდა - გათავისუფლების შესახებ განკარგულებას ხელი პრემიერმა მოაწერა. დოკუმენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა მოიწონა პრეზიდენტის განკარგულება ციხელაშვილის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ.
ჯერჯერობით, უცნობია, ვინ იქნება ავსტრიაში საქართველოს ახალი ელჩი. ასევე, არ ვრცელდება ინფორმაცია, სად გააგრძელებს ციხელაშვილი საქმიანობას.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ქეთევან ციხელაშვილს როტაციის ვადა ამოეწურა.
ქეთევან ციხელაშვილი 2020 წელს დაინიშნა საქართველოს ელჩად ავსტრიაში და ვენაში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებში. მანამდე - 2016 წლიდან 2020 წლამდე ის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრს პოსტს იკავებდა.
