პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე საფრანგეთის ჩქაროსნული მატარებლის სარკინიგზო ქსელზე დივერსიებს ქვეყანაში არეულობა და შეფერხებები მოჰყვა.
„ეს არის ფართომასშტაბიანი შეტევა, რომლის მიზანია ქსელის პარალიზება, ის ღამით ერთდროულად რამდენიმე მავნე თავდასხმის მსხვერპლი გახდა," - განაცხადეს სარკინიგზო კომპანია SNCF-ის ამომადგენლებმა.
საბოტაჟის შედეგად დაზიანდა სიგნალის ყუთები, რომლებიც პარიზისა და საფრანგეთის სხვა ქალაქების დამაკავშირებელი ხაზების გასწვრივ იყო განთავსებული. ერთი-ერთი თავდასხმის შედეგად კი პარიზი-მარსელის ხაზის მუშაობაც დაზიანდა.
აღნიშნული აქტების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ასობით ათას მგზავრს სადგურებში შეყოვნება მოუწია
რეისების გაუქმება დაახლოებით 800 ათას მგზავრს შეეხება. SNCF-მა მგზავრებს მოუწოდა გადადოს მგზავრობა და თავი შეიკავონ მატარებლის სადგურებთან გადაადგილებისგან.