აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და ყოფილმა პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ 2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
გავრცელებულ ვიდეოში ასახულია კამალა ჰარისის, ბარაკ და მიშელ ობამების სატელეფონო საუბარი.
"ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ არჩევნებში გაიმარჯვოთ და ოვალურ კაბინეტში მოხვდეთ" - უთხრა ობამამ ჰარისს.
ყოფილმა პირველმა ლედიმ თქვა, რომ ამაყობს ჰარისით და მოელის, რომ მომავალი არჩევნები ისტორიული იქნება.
ვიცეპრეზიდენტმა მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.