სვანეთის მთებში დაკარგული გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი ახლა ლენტეხში არიან. ისინი ოჯახებთან შეხვედრის შემდეგ ორივე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
ახალგაზრდები ამბობენ, რომ ტყეში კვალი არ არევიათ.
„კვალი არ აგვრევია, ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, სადაც, დაახლოებით, 200 მეტრში დათვი შეგვხვდა და ამის გამო, გადავიფიქრეთ. ამის მერე, ტყეში წამოვედით და 5 დღე ვიარეთ. ტელეფონი ორივეს დაგვიჯდა. ღამეს კარავში ვათევდით“, - თქვა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ.