გადაცემა "აკუსტიკას" ახალი წამყვანები ეყოლება - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი წამყვანი, მუსიკოსი მებო ნუცუბიძე წერს.
„9 ივნისს, მაკომ და მე მაყურებელს მადლობა გადავუხადეთ, მომავალ სეზონამდე დავემშვიდობეთ და დავპირდით, რომ კიდევ უფრო მეტი სიახლითა და საინტერესო ამბებით დავუბრუნდებოდით.
სამწუხაროდ, ვერც მაკო და ვერც მე პირველი არხის ეთერში ამ დანაპირებს ვეღარ შევასრულებთ.
გუშინ, ჩვენთვის აბსოლუტურად მოულოდნელად დასრულდა ჩვენი აკუსტიკური მოგზაურობა.
ასე გადაწყდა - ახალი სეზონიდან გადაცემას ახალი წამყვანები ეყოლება.
მადლობა ყველას, ვინც ამდენი წელი უყურებს და უსმენს აკუსტიკას. გვიხარია, რომ 6 წლის განმავლობაში თქვენთან ერთად ვქმნიდით ამ პროექტს.
ჩემი პირადი მადლობა თითოეულ მუსიკოსს, ვის გარეშეც აკუსტიკა ვერ იქნებოდა ასეთი კარგი და საინტერესო.
და მადლობა მაკოს: მის გვერდით, ამ 6 წლის განმავლობაში, უკეთეს ადამიანად და უკეთეს პროფესიონალად ვიქეცი.
მხოლოდ იმას გეტყვით, რომ დანაპირებს მაინც შევასრულებთ და ძალიან მალე ისევ შევხვდებით სხვა სივრცეში, სხვა პლატფორმაზე და სხვა სახელით.
და კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი სიახლეებით.
დროებით", - წერს მებო ნუცუბიძე.