სვანეთში დაკარგული ახალგაზრდების გოგიტა ფარჯიანის და გიორგი გვიჩიანის ოჯახის ახლობელი ანა წერედიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალგაზრდებთან კონტაქტზე გავიდნენ და ორივე მათგანი ცოცხალია.
"ვიპოვეთ, ორივე ცოცხალია" - წერს წერედიანი სოციალურ ქსელში.
დღეს მეექვსე დღე დაიწყო მას შემდეგ, რაც ახალგაზრდები გაუჩინარდნენ. ისინი ბოლოს 21 ივლისს ნახეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 112-ში შეტყობინება გუშინ, 24 ივლისს შევიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა.