ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა თავის ფრანგ კოლეგა სტეფან სეჟურნესადმი მიწერილ წერილში საფარნეგთი გააფრთხილა პარიზის ოლიმპიური თამაშების დროს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების ტერორისტული თავდასხმის შესაძლებლობის შესახებ. იუწყება Le Figaro
წერილში კაცმა თავის ფრანგ კოლეგას განუცხადა პარიზის ოლიმპიადის დროს ირანის მხარდაჭერილი ტერორისტული ჯგუფებისა და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების მიერ ისრაელელ სპორტსმენებსა და ტურისტებზე ტერორისტული თავდასხმების პოტენციური საფრთხის შესახებ.
„ზოგი ცდილობს, ხელი შეუშალოს ამ მხიარული მოვლენის აღნიშვნას“,- წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი ფრანგ კოლეგას.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ისრაელის დელეგაცია უზრუნველყოფილია გაძლიერებული დაცვით, საფრთხისა და მოწოდების ფონზე, არ დაუშვან ისრაელის მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ ომის გამო.
ამასთან, პალესტინის ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ოლიმპიადაზე ისრაელის მონაწილეობის აკრძალვას ითხოვდნენ.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პალესტინის აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.