თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრის პარალელურად პალესტინელების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
მომიტინგეები სკანდირებენ: „დააპატიმრე ნეთანიაჰუ“. დემონსტრანტებს მიტანილი აქვთ და ნეთანიაჰუს ფიგურა სისხლიანი ხელებით და წარწერით; „იძებნება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებისთვის“.
თეთრ სახლთან კონტრაქცია გამართეს ისრაელის მხარდამჭერებმაც. მათ ხელში ისრაელის დროშები ეჭირათ.
თეთრ სახლის გარშემო უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი დამატებითი ღობეებია დამაგრებული.