ეს იყო პროევროპული, პრორუსული, პროამერიკული და არა ქართული გამოსვლები, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა აგენტების საწინააღმდეგო აქციებზე საუბრისას გადაცემა „იმედიLIVE“- ში განაცხადა.
„ეს გამოსვლები რამდენი ხანი გაგრძელდა იცით და რა მივიღეთ საბოლოოდ? მივიღეთ ის, რომ საბოლოო ჯამში ძალიან ბევრი პროგრამა გაუჩერდა სახელმწიფოს და გადაეცა სამოქალაქო საზოგადოებას და მედიებს, გაიმარჯვა საქართველომ ამით? როდესაც გადაწყვიტეს ჯარისთვის ფული არ მიეცათ და იმ ფულით დაეფინანსებინათ კონკრეტული არასამთავრობოები და კონკრეტული მედია საშუალებები. რომელიმემ პროტესტი გამოთქვა?
ეს ნიშნავს იმას, რომ რისთვისაც დაიწყო სამოქალაქო საზოგადოებამ ეს აქტიურობა. პოლიტიკური პარტიების გარეშე არ არიან, მათზეა მიბმულია რაღაც ნაწილი. ჩემი აზრით ეს არ იყო საქართველოსთვის თავდადება, ეს იყო პროევროპული, პრორუსული, პროამერიკული და არა ქართული გამოსვლები. საბოლოო შედეგი რა მივიღეთ? საქართველოს სახელმწიფოს ბევრი რამე გაუყინეს და ძლევენ სამოქალაქო საზოგადოებას და ტელევიზიებს, ვინც დაუკვეთა უცხოეთს.“– განაცხადა მეუფე იაკობმა.