მესტიის მუნიციპალიტეტში, ლატალში მოსახლეობა აქციას მართავს. მათ ცენტრალური გზა საბურავებით აქვთ ჩაკეტილი და სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვას მოითხოვენ. პარალიზებულია მოძრაობა.
სვანეთის ტყეებში დაკარგულ ახალგაზრდებს გოგიტა ფარჯიანს და გიორგი გვიჩიანს მეხუთე დღეა ეძებენ.
ახალგაზრდებთან კონტაქტი ორშაბათის შემდეგ ვერ მყარდება. ისინი ზემო სვანეთიდან ლასილის უღელტეხილით, ქვემო სვანეთში, ლენტეხში გადადიოდნენ. მარშრუტი კვირას დაიწყო და წესით კვირასვე უნდა ჩასულიყვნენ, თუმცა ორშაბათს ახალგაზრდებმა ახლობლებს შეატყობინეს, რომ გზა აებნათ. მას შემდეგ მათი ადგილსამყოფელი უცნობია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 112-ში შეტყობინება გუშინ, 24 ივლისს შევიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა.